დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება".

დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.