დღეს ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს

დღეს ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფო დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციურ პაკეტს წარადგენს — ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სანქციები მოსკოვის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის უარყოფას უკავშირდება. აღნიშნული მოთხოვნით 10 მაისს კიევში გამოვიდნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა შეთანხმებაზე და უკრაინა 15 მაისს სტამბოლში პირდაპირ მოლაპარაკებებზე მიიწვია, „ევროპული ულტიმატუმების“ ფონზე გაღიზიანებაც გამოხატა.

ახალი სანქციების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი მათ დღეს, ლონდონში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. ცნობილია, რომ სანქციები შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსეთს უკანონო ომში მხარს უჭერენ.