დღეიდან პოლიციაში დასაქმება სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი

დღეიდან პოლიციაში დასაქმება სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი

დღეიდან, პირველი იანვრიდან, სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე შესაძლებელი იქნება მოქალაქის პოლიციაში დასაქმება.

"პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით", - ვკითხულობთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ გვერდზე.