დევიძე: დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის

დევიძე: დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის

ქართული ოცნების პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებული, მათე დევიძის სიტყვას პუბლიკა ავრცელებს.

სასამართლო დარბაზის დატოვებამდე დევიძემ თქვა, რომ იგი პროცესებზე მხოლოდ მისი მხარდამჭერების სანახავად მოდიოდა და იგი აქციებზე საქართველოს პროევროპული კურსის დასაცავად იმყოფებოდა.

მან მოსამართლესა და პროკურორებს უთხრა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება "მათი მბრძანებლის" დავალების შესრულებას ემსახურება.

"სალამი მებრძოლებო, ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის ... იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და ეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. იცით ყველამ რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა.

19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა დაშლა... მაგ დროს ვიყავი 2 დღის უძილო, ძალიან ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება მე მოვყევი ამ შეხლა შემოხლაში, ვეცადე გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ, რაც მოხდა.

[...] ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ საქმე, მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი", - თქვა მან.