დეპუტატი: მე არ მინახავს [ირაკლი კობახიძე] სპორტდარბაზში, თუ იყო ძალიან კარგია

ყველაფრის უფლება აქვს ირაკლი კობახიძეს, უნდა კლუბში მივა, უნდა არ მივა. [...] სპორტდარბაზში შესვლა დანაშაულია? მე არ მინახავს სპორტდარბაზში, თუ იყო ძალიან კარგია.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავისუფლების მოედანზე აღლუმს ესწრებოდნენ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზში იმყოფებოდა.