დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც ივანიშვილს გვერდს უვლის, მაგრამ ახალ დაბრკოლებებს უქმნის ოპოზიციას. მთავრობამ ვრცელი დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც ევროკომისიას უგზავნის. ჩამონათვალში მოხვდა სასამართლო ხელისუფლება, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. სპეციალისტები გეგმას ფასადურს უწოდებენ. პარტიების დაფინანსების ნაწილში კი ოპოზიციის გეგმას აუარესებს. მთავრობა ამ მიმართულებით იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას კრძალავს, ასევე აპირებს, დაწიოს წლიური დანახარჯების ზედა ზღვარი.