დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა
დღის ბოლოს მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ვენეციის კომისიის მიერ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების დღესვე, ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვას შეუდგა. არადა ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებდა, უარი ეთქვა კანონპროექტზე.