დეკანოზი მღვდელმსახურების უფლების გარეშე

დეკანოზი მღვდელმსახურების უფლების გარეშე

დეკანოზმა, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, საეკლესიო სასჯელი მიიღო. სპირიდონ ცქიფურიშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის და არა ევროკავშირის დროშის დაწვის გამო. დეკანოზი ბოდიშს იხდის, მაგრამ ეს ბოდიშიც დროშის დაწვას არ ეხება. როდის იმსჯელებს საპატრიარქო იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელშიც სასულიერო პირები ევროკავშირის სიმბოლიკას ანადგურებენ? - საკითხი მომავალი წლისთვის გადადეს.