დეკანოიძე ოცნებას: მზად ხართ, რუსული კანონის სანაცვლოდ, უარი თქვათ EU-ში ინტეგრაციაზე?

თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, რომელსაც გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი საქმე არ აქვს და ამაზეც გეტყვით, რატომ არ აქვს არაფერი საქმე. ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ამაზე მჭირდება თქვენი კონკრეტული პასუხი, ყველასი, მაგრამ ამ შემთხვევაში, თქვენ [მდინარაძე] წარმოადგენთ ახლა ივანიშვილს აქ, ტრიბუნასთან. კონკრეტული კითხვა არის შემდეგი - თქვენ, უმრავლესობა ივანიშვილთან ერთად, მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ ამ [რუსული] კანონის სანაცვლოდ, უარი თქვათ ევროკავშირში ინტეგრაციაზე?

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.