დეკანოიძე: აქციაზე პროვოკატორებს აგზავნიან, პოლიცია არაფერზე რეაგირებს

დეკანოიძე: აქციაზე პროვოკატორებს აგზავნიან, პოლიცია არაფერზე რეაგირებს

ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ადგილზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელმაც პროვოკაციის მოწყობა სცადა.

"პროვოკატორებს აგზავნიან, ჩვენ ვცდილობთ გავარიდოთ ტერიტორიას. ხედავენ, რომ პროვოკატორები არიან და მაინც არ მიჰყავთ. [პოლიცია] არაფერზე რეაგირებს, რეაგირებს მარტო ჩვენს დარბევაზე. 3 იყო, მე მგონი, გინება დაიწყეს, შემოვარდნენ", - თქვა ხატია დეკანოიძემ ფორმულასთან საუბრისას.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ სავარაუდო პროვოკატორები შემთხვევის ადგილიდან განარიდა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი.