ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რომელსაც ვხედავთ, რომ არის რუსეთის მხრიდან. ეს მცდელობაა, რომ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსთან და ჩნდება კითხვა, რატომ ახლა, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს, თუ შეთავაზებებს, რა არის ამის საფასური? რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, ან თუნდაც რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს და რა იქნება საქართველოსგან გადასახდელი?