ვილნიუსის გზავნილი ნათელი იყო, NATO-ს კარი ფართოდ ღიაა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. უცვლელი დარჩა ის, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ნაბიჯები რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ შევიდეს ამ ღია კარში, გაცხადებული იყო ადრეც. საქართველოს ხელშია გაატაროს მოთხოვნილი რეფორმები, ეს იგივე რეფორმებია, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგალითად, სასამართლო რეფორმა, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები და მოიპოვოს ინსტიტუციების პოლიტიკური და დემოკრატიული სტაბილურობა. ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, მხარს უჭერს საქართველოს რომ გაატაროს ეს რეფორმები, ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ პოლიტიკური ნება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ ატარებს აუცილებელ რეფორმებს. გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ კარი ღიაა და მოკავშირეებს სურთ, იქ იხილონ საქართველო. ეს არ შეცვლილა.
განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.