დედები შვილებითვის წამლებს ითხოვენ

დედები შვილებითვის წამლებს ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრმა მშობლებს კომუნიკაციის ფორმა დაუწუნა - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების უწყვეტი პროტესტი გრძელდება, პრემიერმა არც დღეს ისურვა შეხვედრა მშობლებთან. ზურაბ აზარაშვილმა კი კანცელარიიდან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არ დააჩქარებს პროცესს. დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობს მთავრობა, მაგრამ არცერთი წარმომადგენელი თავად არ მიდის მშობლებთან სასაუბროდ. არადა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეხვედრისთვის ახლაც მზად არიან.