კიდევ ერთი ისტორიული თარიღი აპრილში და გამარჯვება, რომელიც პროტესტმა მოიტანა. 45 წლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა კომუნისტური პარტიის მცდელობას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სწორედ საზოგადოების წინააღმდეგობამ ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. მაშინაც განსაკუთრებულად აქტიურობდნენ სტუდენტები.