დავითულიანი: რომ გვქონდეს [ძალა] ტერიტორიები ძალისმიერად დავიბრუნოთ, ასე ვიზამდით, ალბათ

სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები ახლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, ალბათ. აი იმ პირობებში - როცა რაღაცები ხდება იქ და ჩვენ მოქალაქეებს კლავენ და მათ უფლებებს არღვევენ.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დევიტულიანმა გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით.