დავითაშვილი: ძალიან მაგრად ვითამაშეთ და იმედია ასე გავაგრძელებთ...

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თან ასეთი ანგარიშით გავიმარჯვეთ - ასეთი დაწყება ყველასთვის რა თქმა უნდა ძალიან სასურველი იყო. ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია ჩეხეთი. ეს ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე და ველოდით ძლიერ თამაშს. გამოცდილება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ, შეგვეტყო. ძალიან მაგრად ვითამაშეთ და იმედია ასე გავაგრძელებთ...

ალბანეთში რთულ თამაშს ველოდებით, კარგი ნაკრებია - ვნახავთ მინუსებს, ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი გვეტყვი და სასურველ შედეგს მივიღებთ.

განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ.