დავითაშვილი: ბანკებში დღეს აბსოლუტურად სიმშვიდეა, ჩვენი საფინანსო სექტორი სტაბილურია

დამაზიანებელია ხოლმე ეს აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული ძირითადად - აზიანებს რეპუტაციას როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად, საფინანსო სექტორის და მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ სათუთად მივუდგეთ ამ საკითხებს და არ დავაზიანოთ.

ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ძირითად ინვესტორებთან ბანკების, ძირითად საფინანსო-საერთაშორისო ინსტიტუტებთან და აქ ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი, გარკვეულობა არსებობს და ბანკებში, რეალურად, დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი და მინდა გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი.

ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.