ხვალ, 28 მაისს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა მხარეს მოქალაქეები რუსული კანონის საპროტესტო აქციას გამართავენ.
ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.
"ხვალ 28 მაისს, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან დილის 11 საათიდა. ხვალ არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა. პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ "რუსულ ოცნებას" მოდუნების საშუალება!
თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხვალინდელმა აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით. ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად! შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ!", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.