აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში არსებულ მედია გარემოს. დოკუმენტში საუბარია დავით კეზერაშვილის საქმეზეც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ "მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს, ტვ ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს შორის სამართლებრივი დავები კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად".
ამასთან, ანგარიშში ნახსენებია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე ყოველგვარი ქმედების გარეშე დახურა.
"27 ივნისს, თბილისში, სუპერმარკეტში შესვლისას, ფორმულა TV-ს ერთ-ერთ აქციონერსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს ფიზიკურად დაესხნენ თავს. ხელისუფლებამ თავდასხმასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მშვილდაძის თქმით, მასზე თავდასხმაში, უფრო მეტი პირი იყო ჩართული. სახალხო დამცველმა და მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფებმა დაგმეს თავდასხმა და მოითხოვეს სასწრაფო გამოძიების ჩატარება დამნაშავეების გამოსავლენად.
12 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე ყოველგვარი ქმედების გარეშე დახურა. მშვილდაძის ადვოკატის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულს არ მიაწოდა მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებული კადრები და იგნორირება გაუკეთა TV ფორმულას ჟურნალისტური გამოძიების დასკვნას".
სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდრო ცნობებს შემდეგ შემთხვევებზე:
• წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა
• თვითნებური დაკავებები
• სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამოძიებასთან და დევნასთან დაკავშირებული, რომლებიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული
• კონფიდენციალურობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში
• გამოხატვისა და მედია თავისუფლებებთან მიმართებაში სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ძალადობისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებული.
• არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში
• სერიოზული სამთავრობო კორუფცია
• დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ+ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.