
როდესაც საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არარაობა წარმომადგენლები აბრალებენ ვენის კონვენციის დარღვევას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელსაც სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში, ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ აქ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და აქ რაღაც რუსულ სინდიკატს, საქართველოში - ჰქონდეს სალაპარაკო პროპაგანდისტულად, რომ დასავლეთი არის საქართველოს მოქალაქეების მტერი.
ამბობს პარტია ლელო - ძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.
გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.