ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოში. სხდომის დაწყებისას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადებები სხვადასხვა მუნიციპალურ პრობლემაზე გააკეთეს.
მათი თქმით, მოსახლეობის საჭიროებების მოსაგვარებლად ზოგიერთ შემთხვევაში თანხა გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა პრობლემები არ მოგვარებულა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიტყვა რეგლამენტის დაცვის მოწოდებით შეაწყვეტინეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაინდი დუმბაძე ამბობს, რომ 15 დღის განმავლობაში, ლაითურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.
"15 დღის განმავლობაში ლაითურის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება წყალი. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია. 70 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს ახალი ჭაბურღილის გაკეთება, რომელიც უკვე დაშრა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ლაითურლებს წყლის პრობლემა არ ექნებათ? საერთოდ არ გაინტერესებთ თქვენ [უმრავლესობას] ხალხის პრობლემა. ეს პრობლემა პრობლემად დარჩება და 5 მილიონი ჩაიყრება წყალში."- განაცხადა დაინდი დუმბაძემ.