დაპირისპირება ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტის წინ

დაპირისპირება ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტის წინ

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს. პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის წინ მმართველი პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 2018 წელს ივანიშვილის ძალისხმევით არჩეულ ზურაბიშვილს ეუბნებიან, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი რიტორიკა შეცვალოს, თორემ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და კონფრონტაცია კარგს არაფერს მოუტანს.