დანილოვის ცნობით, ბახმუტში რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება

დანილოვის ცნობით, ბახმუტში რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ცნობით, ბახმუტში რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება.

დანილოვის თქმით, ბახმუტში 6-თვიანი შეტაკებების შემდეგ რუსეთმა 23 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ამის შესახებ დანილოვმა იტალიურ გამოცემა Corriere-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"1-ლი სექტემბრიდან, როცა მოსკოვმა დაიწყო ახალწვეულების გამოყენება ბახმუტში მებრძოლებად, 22 816 სამხედრო დაიღუპა. ჩვენი დანაკარგები 7.5-ჯერ ნაკლებია. არ გვაქვს უფლება დავთმოთ ჩვენი ქალაქები" - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის მონაცემებით, რუსეთმა 2022 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე უკრაინაში 160 000 სამხედრო დაკარგა.