დანილოვი: კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე წინ მივიწევთ

დანილოვი: კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე წინ მივიწევთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ყოველდღე წინ მიიწევენ.

"[კონტრშეტევა] მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე წინ მივიწევთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ. კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიდის და ეს ძალიან რთული პროცესია.

თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო ერთგვარი მარტივი გასეირნება და ძალიან სწრაფად შეიძლებოდა მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს - ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მტერი ძლიერია", - ამბობს დანილოვი.

22 აგვისტოს, დანილოვმა თქვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარეშე, ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინელები ყირიმს გაათავისუფლებენ და ეს დიდი ალბათობით, სამხედრო გზით მოხდება.