დანილოვი: ის ფაქტი, რომ ორი წელია აგრესორს წინააღმდეგობას ვუწევთ, უკვე დიდი გამარჯვებაა

ის ფაქტი, რომ უკრაინელები ორი წელია აგრესორს წინააღმდეგობას უწევენ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.