დანიის ელჩი: პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც 2008 წელს სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს

დღეს ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და პატივს მივაგებთ მამაც ადამიანებს, რომლებმაც, 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

წერს დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.