დანია უკრაინას დახმარების სახით 45 ტანკს გადასცემს

დანია უკრაინას დახმარების სახით 45 ტანკს გადასცემს

დანია უკრაინისთვის კიდევ 45 ტანკის გადაცემას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNN ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოპენჰაგენი კიევს ასევე უგზავნის იარაღის დამატებით არსენალს, საბრძოლო მასალასა და ნაღმებს.

დახმარება დანიის, ნიდერლანდების და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ნაწილია.

„იზიარებენ აზრს, რომ მრეწველობის მარაგებიდან და წარმოებიდან მასალების მუდმივი მიწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის. “- ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთანავე, ნორვეგიის მთავრობა ასევე გეგმავს უკრაინას დაახლოებით 50 სატვირთო გადამზიდი გადასცეს, რომელთაც "შეუძლიათ ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე მანევრირება."