დანია უკრაინას 520 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის ტანკები, საბრძოლო მასალები, დრონები, იარაღი და ჯავშანტექნიკა.
"ეს არის სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.