თეა წულუკიანის კულტურის პოლიტიკა და ქართული მხატვრობის კიდევ ერთი სიმბოლო საფრთხის წინაშე - გადაურჩა თუ არა ფიროსმანი დაუდევრობის გამო განადგურებას და რა პირობებში იცავენ მხატვრის ორიგინალ ნამუშევრებს - ფიროსმანის კოლექცია, რომელიც 2 თვის განმავლობაში, ნესტისგან გაფუჭებულ კედლებში ინახებოდა, საგამოფენო დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ გადაიტანეს, რაც სოციალურ ქსელში, ნახატების მძიმე მდგომარეობის შესახებ ფოტოები გავრცელდა. შაბათის ფორმულა, სიღნაღში, ფიროსმანის მუზეუმში, იმის გადასამოწმებლად ჩავიდა, რამდენად დაცულია გასული საუკუნის ნამუშევრების უსაფრთხოება ?