დაკავებული ჟურნალისტის ცოლი: თუ აფგანს აზერბაიჯანს გადასცემენ, იქ საპატიმრო ელოდება

15 პოლიციელმა დღეს დააკავა ჩემი მეუღლე. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ. გვეუბნებოდნენ, რომ არაკანონიერად ვართ აქ. მე ქართული არ მესმის და არ ვიცი რას ამბობდნენ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანში ორჯერ იყო პოლიტიკური პატიმარი. 6 თვის წინ საქართველოში წამოვიდა, რადგან ისევ დაჭერას უპირებდნენ. აქაც გრძნობდა საფრთხეს და წასვლა გვინდოდა, მაგრამ არ გაგვიშვეს. აფგანი პრაქტიკულად მოიტაცეს - ეს კანონის დარღვევაა. ალიევმა შეუკვეთა აფგანი და საქართველომ ეს შეკვეთა შეასრულა. თუ აფგანს აზერბაიჯანს გადასცემენ, მას იქ საპატიმრო ელის

განაცხადა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ. რამდენიმე საათის წინ თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს.