არაფერი მომავალზე და პოზიტიური გზავნილებისგან სრულად დაცლილი გამოსვლა, რომელსაც არანაირი შთამბეჭდაობა არ ახლდა და აკლდა დამაჯერებლობა. ეს შეფასებები დაიმსახურა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრეზენტაციამ, რომელიც ძვირადღირებულ ახალ ოფისში შედგა ქვეყანაში უმძიმესი სოციალური პრობლემების ფონზე. მოქალაქეებმა, ფორმულას რესპონდენტებმა, არასერიოზულად აღიქვეს ქართული ოცნების სიტყვები, რომ კიდევ მინიმუმ 12 წელი აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და მიაჩნიათ, რომ ეს ახლა, შემოდგომაზევე არჩევნების წაგების შიშითაა ნაკარნახევი. ფორმულამ მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში ჩაწერა. ნანო ჩაკვეტაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის მოქალაქეების გზავნილების შესახებ.