დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 მძიმედ დაშავდა.
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში აფეთქებას ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.