დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა

დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა

დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, 3-სართულიანი შენობა დაკეტილი იყო და სასტუმროში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი სასხვენო გადახურვაში გაჩნდა და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.