"დააზიანებს წინსვლას" - NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

"დააზიანებს წინსვლას" - NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნები გადაწყვეტილებას ემიჯნება.

NCDC-ის თანამშრომლების ნაწილის თქმით, "2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას".

ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერაზეც საუბრობენ.

"ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.

წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.

2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. გვანცა ბრაჭველი
2. მერი ფანცულაია
3. ანა პაპკიაური
4. ⁠ნინო ბერიშვილი
5. ანა შუბითიძე
6. ეკატერინე ხმალაძე
7. ალექსანდრე გოგოლაძე
8. ⁠ანა მაჩაბლიშვილი
9. თამარ ქუთათელაძე
10. მანანა შანიძე
11. ეკატერინე გაბიტაშვილი
12. ⁠ნიკა ხაჩიძე
13. ⁠ეკატერინე ზანგალაძე
14. დავით ცაგურია
15. ლელა ურუშაძე
16. ნინო საღირიძე
17. მარიამ ზაკალაშვილი
18. გელა მგელაძე
19. მარი გავაშელიძე
20. როენა სუხიაშვილი
21. გვანცა ჭანტურია
22. ლელა სტურუა
23. ლელა კვაჭანტირაძე
24. ნინო ლომია
25. ნინო ბუაძე
26. ნატო დოლიძე
27. დავით ჩახუნაშვილი
28. გიორგი ჩახუნაშვილი
29. მიხეილ გელოვანი
30. თეა თევდორაძე
31. მარიამ ვარდიაშვილი
32. ნადეჟდა ჟღენტი
33. ანი ჯანაშია
34. სოფო ალავიძე
35. ანნა ხოფერია
36. ვერა გეგენავა
37. ქრისტინა ჭანტურიძე
38. ლევან კანდელაკი
39. თამარ სამადაშვილი
40. დავით წერეთელი
41. მარიამ რამიშვილი
42. ქრისტინე ელიოსიძე
43. მერაბ იოსავა
44. ოთარ ცაგარეიშვილი
45. მანანა ჭიჭინაძე
46. ქეთევან ქავთარაძე
47. ეკატერინე ჟღენტი
48. მარიამ ფაშალიშვილი
49. ანა ტატულაშვილი
50. კონსტანტინე ქვათაძე
51. მილენა ბაინდური
52. თამარ ქაშიბაძე
53. ნატალია ადამაშვილი
54. ცირა ნანობაშვილი
55. ცირა მერაბიშვილი
56. ნინო გეგეშიძე
57. სალომე ჯავაშვილი
58. ლალი ებანოიძე
59. იულია ზედგენიძე
60. ნინო ვახანია
61. ზაალ მერაბიშვილი
62. ანი დეკანოსიძე
63. ლაშა დვალი
64. თამარ მანაგაძე
65. თამარ აბულაძე
66. ირინე პეტრიაშვილი
67. მაგდა დგებუაძე
68. ლალი კუდუხოვა
69. ზურაბი ჩხაიძე
70. ფიქრია ავალიანი
71. ელენე კობაიძე
72. მარინა ლაშქარაშვილი
73. რუსუდან ხუციშვილი
74. მარიამ ბაკურაძე
75. თეონა თოდუა
76. ნინო ბაბილუა
77. ნატალია ქაჩლიშვილი
78. ლია სანოძე
79. ლევან ბაკურაძე
80. ნინო სარაშვილი
81. ელენე მარცვალაძე
82. ლიკა ტყეშელაშვილი
83. ლიკა მაისურაძე
84. ლევან ჩიტიაშვილი
85. ქეთევან სტვილია
86. ქეთევან ღამბაშიძე
87. მერაბ კეკელიძე
88. ეკატერინე რუაძე
89. რუსუდან ჭლიკაძე
90. თამარ მამაცაშვილი
91. ნია ხაჩიძე
92. დავით ბიბილაშვილი
93. სოფო გონაძე
94. ხათუნა სოფრომაძე
95. თამარ ჩუბინიძე
96. თეონა ოქროჭელიძე
97. ეკა კუჭავა
98. ლიანა კარიჭაშვილი
99. დავით დიაკვნიშვილი
100. თინათინ სულაძე
101. ლია არველაძე
102. ეკატერინე ქანთარია
103. ციური თუშიშვილი
104. ანა ასლანიკაშვილი
105. ირინა კალანდაძე
106. მაია ჯაფარიძე
107. ანი ბერაია
108. თინათინ მანჯავიძე
109. ნუგზარ მარწყვიშვილი
110. ლია ოშაყმაშვილი
111. ნათია გაზდელიანი
112. ირაკლი ქარსელაძე
113. ნათია ქაქუთია
114. ელზა ნალბანდიშვილი