"ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე", - აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.
საელჩო აღნიშნავს, რომ დღეს დაღუპული ადამიანების ხსოვნას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და აშშ-ის სამხედრო მომსახურეებმა პატივი მიაგეს.
"რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პარსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას.
უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა.
ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.