რა თქმა უნდა, ეს მძიმე პოლიტიკური მოვლენა იყო მათთვის, როდესაც [კანონი პირველად] უკან გააწვევინეს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ სანამ ხელისუფლებაში არიან და სანამ არჩევნებში საკმარისს ხმებს იღებენ, პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ. ფაქტია, ფიქრობენ, რომ ახლაც არ მოუწევთ ფასის გადახდა. რომ ფიქრობდნენ, რომ ამაში ფასის გადახდა მოუწევთ, სხვანაირად მიუდგებოდნენ. ეს უკვე საერთოდ სხვა მოცემულობაა.
[...] მართლა მგონია, რომ ამ მეორედ ასეთი რაღაცის გაკეთებას, სრულიად სხვა ფასი ექნება და ძალიან მძიმე. მგონი, ვერც იაზრებენ, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს.
თქვა ფორმულას ეთერში პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.