ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია", - ნათქვამია განცხადებაში.