ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გერმანიის გეომეცნიერების კვლევითი ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.