ჩინეთმა და ამერიკამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ჩინეთმა და ამერიკამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთმა და ამერიკამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

"ჩინეთთან ჩვენი შეთანხმება მიღწეულია — დარჩენილია მხოლოდ ჩემი და პრეზიდენტ სი ძინპინის საბოლოო დასტური. ჩინეთი წინასწარ მოგვაწვდის მაგნიტებსა და ყველა საჭირო იშვიათ წიაღისეულს სრულად. თავის მხრივ, ჩვენ ჩინეთს გადავცემთ იმას, რაც დავპირდით — მათ შორის, ჩინელ სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას, ისწავლონ ჩვენს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში (რასაც ყოველთვის მხარს ვუჭერდი!). ჩვენ ვიღებთ ტარიფების 55%-ს, ჩინეთი — 10%-ს. ურთიერთობები შესანიშნავია," – დაწერა ტრამპმა.