ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა.
მედიის ცნობით, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა, გახსნას "ახალი ხედები" საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ის იმედოვნებს, რომ ევროპაში სტაბილურობა მალე დაბრუნდება.
2019 წლის შემდეგ ეს ჩინეთის პრეზიდენტის პიველი ვიზიტია ევროპაში. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გაემგზავრება.