ჩიქოვანი: მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერები არიან, 12 წელი გავიდა, რაც ეს ივანიშვილმა თქვა

ძალიან ამაყი ვარ, რომ მშობლიურ სამეგრელოში, ზუგდიდში ამდენ ლაღ, გულანთებულ და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ პატრიოტ ადამიანს ვხედავ, რათა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ უძველესი ქვეყნის უძველესი კუთხეების შვილები საკუთარ სამშობლოს საძიძგნად არავის დავუთმობთ.

მე მუდამ ვამბობდი, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ და მეგრელები გამორჩეული ნიჭიერი ქართველები არიან. 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები აქ, ზუგდიდში, ამ მოედანზე წარმოთქვა ბიძინა ივანიშვილმა. ლიდერი, რომელიც უსამართლობის ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას და ქვეყანას იმედად და საყრდენად გამოუჩნდა. 2012 წლის პირველი ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნება მოსახლეობას ხვდება.