ჩერგოლეიშვილი: შევთანხმდით, რომ მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყვნენ პროტესტის მონაწილეები

შევთანხმდით იმაზე, რომ ახლა ჩვენ მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც ხელისუფლების ძალადობრივი ვერტიკალი როგორი მეთოდებითაც ებრძვის ძალიან კარგად იცით - პირში ჩაფურთხებით, გაუპატიურების მუქარით, სახლებში შევარდნით, პოგრომით, გაძარცვით. შეგროვდება პრეზიდენტთან ყველა ის მონაცემი, რასაც ჩვენ ფედერალისტები ვაგროვებთ და პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენში მიდის, წავა გზავნილით, რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მასთან თავი მოიყარა იმ ხალხის სიამ, ვინც უნდა დასანქცირდეს და ჩვენ ჩვენი პროტესტის მონაწილეები უნდა დავიცვათ.

თქვა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ოპოზიციური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.