პრიგოჟინის განცხადებები როგორც ყოველთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ქვედანაყოფები რჩებიან ბახმუტში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში და იცავენ ამ ნაწილს. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, რადგან ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ვანადგურებთ მტერს, მათ შეტევის შესაძლებლობებს, მათ ტექნიკას და მათ მორალს. მიუხედავად მათი ხმამაღალი განცხადებებისა, ჩვენ ჩუმად და ძალიან ეფექტურად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. კვირის განმავლობაში, იმ ტერიტორიებზე, სადაც დანაკარგების დიდი რისკი არ არის, ჩვენმა ქვედანაყოფებმა კონტრშეტევა განახორციელეს და წინ წაიწიეს, ზოგიერთ რაიონში დაახლოებით 200 მეტრით.
განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ.
20 მაისს, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმაგანაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ.