უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით რუსეთმა 6 შეტევა განახორციელა, თუმცა უკრაინელებმა ყველა მათგანი მოიგერიეს.
"ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი 6-ჯერ შეიჭრა სინკოვკას მიდამოში, ერთხელ კი ბელოგოროვკასა და ვესელეს მიდამოებში - ყველა შეტევა მოვიგერიეთ. ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მოწინააღმდეგის განდევნას ჩვენი პოზიციებიდან, წარმატებით ანადგურებენ მტრის სამხედრო აღჭურვილობას, იარაღს და ოკუპანტებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თქმით, უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები. ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები არ გააჩნიათ.