"ჩემთან პოლიციაა მოსული" - ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი

"ჩემთან პოლიციაა მოსული" - ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი

ფეისბუქჯგუფის "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი წერს, რომ მის სახლში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჯგუფშივე გაავრცელა.

მისი სახლიდან პირდაპირი ეთერია გაშვებული. პოლიციამ ილია ღლონტს დადგენილება ჩააბარა და მის სახლში ჩხრეკა დაიწყო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯგუფი "დაიტოვე" საპროტესტო აქციების კოორდინირებისთვის აქტიურად გამოიყენება. ჯგუფი შეიქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისთვის, როდესაც მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. ჯგუფის წევრები აქციის მონაწილეებს დასარჩენსა და დახმარებას სთავაზობდნენ.