ქუთაისში ჟურნალისტმა სერგო (ბუბა) ჩივაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, ბასრი საგნით, თვითდაზიანებები მიიყენა.
"მივიღე გადაწყვეტილება...... ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. .............. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანებს რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია. ყველანი მიყვარხართ", - დაწერა მან Facebook-ზე.
Facebook-ის Live-ში მან თქვა, რომ მის მეგობრებსა და ოჯახზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "სისტემატურად, კვირების განმავლობაში ახორციელებს ზეწოლას".
ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გვიან ღამემდე იყვნენ მობილიზებული. სერგო ჩივაძის დედამ თქვა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტი სახლში იმყოფებოდა და დედასთან არაფერზე უსაუბრია.