ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, ჩინეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის წინააღმდეგ ომის დარულებით.
"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია.
ჩინეთს შეუძლია მოსკოვიდან მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ, "შეზღუდვების გარეშე". მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი ნამდვილად დაინტერესებულია ომის მოკლე დროში დასრულებით", - ამბობს პაველი.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, "ჩინეთი ყოველდღიურ გაკვეთილებს სწავლობს კონფლიქტიდან". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება, რას აკეთებს რუსეთი და როგორ რეაგირებს დასავლეთი.