ჩეხეთის პრემიერი: უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და თავად ვუზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება

ჩეხეთის პრემიერი: უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და თავად ვუზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპაში ამჟამინდელი პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების აუცილებლობას, - ასე გამოეხმაურა ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა უკრაინის დახმარების დაპაუზებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდას. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ ყველას გვემუქრება, წარმატებას მიაღწიოს.

დასრულდა ის ეპოქა, როდესაც ჩვენ სხვებს ვანდობდით საერთაშორისო გამოწვევების გადაჭრას. ახლა დროა, ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას და სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდეს", - წერს პეტრ ფიალა X-ზე.