რატომ ცდილობს პრორუს ბიზნესმენთან დისტანცირებას ოცნება დემონსტრაციულად ახლა. რა ხდება უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეყვანილ ივანიშვილსა და ხიდაშელს შორის? რაჭის ტყის ბედი ისევ კითხვებითაა მოცული. ჩამოართმევენ თუ არა იჯარით აღებულ ტერიტორიას ოცნების კარის ბიზნესმენს. რაჭაში მილიარდი კვადრატული მეტრი პრორუს ხიდაშელს რამდენიმე თვის წინ საზოგადოების პროტესტისა და კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების მიუხედავად გადასცეს. მაშინ ივანიშვილის ოცნება ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ხდებოდა. ახლა ირკვევა, რომ ევტუშენკოვთან დაკავშირებულმა ხიდაშელმა პირობები არ შეასრულა, ლიცენზია შეჩერებულია, ამაზე კი თამამად ლაპარაკობს ოცნება.