თავისთავად სანქციები პირდაპირი მნიშვნელობით აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამას აქვს საკმაოდ არასასიამოვნო ეფექტი, რბილად ვამბობ, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მეტი კომუნიკაცია, მეტი კონტაქტები და მეტი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე ნამდვილად არ ყოფილა იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორი როდესაც სანქციებს აწესებს, ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო მეტად და უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო, პირდაპირ გეტყვით.
ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ალექსანდრე ჭუმბურიძე.